გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის პირველი პირების: პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. რესპონდენტთა 3% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი “ძალიან კარგად მუშაობს”, 16%-ის აზრით, “კარგად”, 54% მარგველაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 13% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, დანარჩენებმა კი შეკითხვაზე პასუხი ან არ იცის, ან მისი დაკონკრეტებაზე უარს აცხადებს.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასების რეიტინგს, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას რესპონდენტთა 2% “ძალიან კარგად”, 14% – “კარგად”, 52% – “საშუალოდ”, 16% – “ცუდად”, 5% – “ძალიან ცუდად” აფასებს.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილი შემთხვევაში კი, აღნიშნული რეიტინგები ასე ნაწილდება: რესპონდენტთა 1%-ის შეფასებით, ძალიან კარგად მუშაობს, 17%-ის აზრით, კარგად, 51% ფიქრობს, რომ “საშუალოდ”, 13%-ის აზრით, პარლამენტის სპიკერი ცუდად მუშაობს, 2% კი მის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები