მარგველაშვილი: EBRD-ი ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის უმასპიძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორამციით, შეხვედრისას მხარეება განიხილეს EBRD-ისა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. ისაუბრეს ბანკის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში. საუბარი შეეხო მოახლოებულ ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც 14 და 15 მაისს თბილისში გაიმართება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ბიზნესგარემოს, ჩვენი ქვეყნის მიღწევებისა და რეფორმების პროცესში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ხაზი გაესვა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, როგორც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას. აღინიშნა ის ხელსაყრელი გარემო, რომელიც დღეს არის საქართველოში ინვესტორების მოზიდვისათვის, მათ შორის პოლიტიკური სტაბილურობა, დაბალი გადასახადები, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონე, ბიზნესისათვის მარტივი პირობები, ძლიერი საბანკო სისტემა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
შეხვედრისას ასევე, განხილულ იქნა ევროკავშირთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებსა და თურქეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების საკითხი.

ხაზგასმით აღინიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით შექმნილი ახალი ინვესტორთა საბჭოს მნიშვნელობა.
საქართველოსა და EBRD-ის პრეზიდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო პარტნიორის როლის მნიშვნელობა ქვეყნის გლობალური და რეგიონული ინტეგრაციის ამაღლების თვალსაზრისით მაშინ, როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რჩება საქართველოს ერთგულ პარტნიორად.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მედიისთვის ერთობლივი კომენტარი გააკეთეს.
„მოხარული ვარ ვუმასპინძლო ჩვენი ქვეყნისა და ჩემს მეგობარს – სერ სუმა ჩაკრაბარტის. EBRD-ი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება: მეტი გახსნილობა , მეტი ინფორმაციის გატანა საერთაშორისო თანამეგობრობაში, იმ ძალიან საინტერესო ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია.
EBRD-მა მოგვცა ეს შესაძლებლობა და, ბუნებრივია, ამას ბოლომდე გამოვიყენებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობა, რომელიც ჩვენს შორის პიროვნულ დონეზე არსებობს, კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობაში გადაიზრდება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა