სუმა ჩაკრაბარტი: საქართველო არის მე-15 ადგილზე მსოფლიო ბანკის რეიტინგში

საქართველოს მთავრობა ცდილობს, წინ წაიწიოს და პრობლემები, რომელიც არსებობს, მოაგვაროს, – ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პირველი გამოწვევა წარმატებული ხელისუფლებისთვის არის წარმატების შენარჩუნება. საქართველო არის მე-15 ადგილზე მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი კოლეგები არ აპირებენ მიღწეულით დაკმაყოფილებას და ცდილობენ, წინ წაიწიონ. მათ შექმნეს საინვესტიციო საბჭო, მუშაობენ ინვესტორებთან. მთელი რიგი საკითხია კიდევ გადასაწყვეტი, მრავალ ქვეყნაში. ბევრი რამეა გასაკეთებელი, საქართველოს გააჩნია შესაბამისი შესაძლებლობები და პოლიტიკური პოზიცია, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს”,- აღნიშშნა სუმა ჩაკრაბარტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები