დავით ბაქრაძე: ნათელია, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე რუსეთის სცენარი

ნათელია, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე რუსეთის სცენარი – ასე გამოხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარებას.

“რუსეთის მხრიდან ერთმა ოკუპირებულმა და ხელოვნურად შექმნილმა რეგიონმა აღიარა რუსეთის მხრიდან მეორე უკუპირებული და ხელოვნურად შექმნილი რეგიონი, სრულიად ნათელია, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე რუსეთის სცენარი“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ“ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შესაბამის განკარგულებას სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერა ხელი. დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს გადაწყვეტილება „აფხაზი და დონეცკელი ხალხის სურვილს ითვალისწინებს სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარების მხრივ“.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დონეცკის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა გასულ წელს აღიარა. აფხაზეთს ამ დროისთვის ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკა არ უღიარებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები