NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. კვლევის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე, მოყვანილი მოსაზრებებიდან რომელს ეთანხმებით ყველაზე მეტად? – გამოკითხულთა 39 %-მა მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას.
რესპონდენტთა 22 %-ის აზრით, საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება. 18 %-ის შეფასებით, საქართველო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული. 13 % მიიჩნევს, რომ საქართველო შეიძლება მომავალში გახდეს დემოკრატიული, მაგრამ ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება.
გამოკითხულთა 3 %-ის აზრით, საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება დემოკრატიული, 1 % კი ფიქრობს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია და გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს. რესპონდენტთა 4 %-მა აღნიშნულ მოსაზრებებზე კომენტირებისას აირჩია კატეგორია “არ ვიცი”. NDI-მ გამოკითხვა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები