NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი ოჯახები იგივე მდგომარეობაშია
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი ოჯახები იგივე მდგომარეობაშია. შეკითხვაზე, როგორც ხართ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი, კატეგორია “უკეთესად” აირჩია რესპონდენტთა 11%-მა, 55%-ის შეფასებით, “იგივე მდგომარეობაში იმყოფება”, 34%-ის მტკიცებით კი – “უარესად”.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აგვისტოს კვლევაში იგივე მაჩვენებელი, ანუ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა, 17%-ს შეადგენდა. ამასთან, გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 67% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. თავს დასაქმებულად ასახელებს გამოკითხულთა 33%. NDI-ს კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.