გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღევანდელთან შედარებით, ორი წლის შემდეგ საქართველოში უკეთესი მდგომარეობა იქნება
NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოში დღევანდელთან შედარებით ორი წლის შემდეგ უკეთესი მდგომარეობა იქნება.
შეკითხვაზე, “როცა საქართველოს მომავალზე ფიქრობთ, თქვენი აზრით, რა მდგომარეობა იქნება 2 წლის შემდეგ”, – გამოკითხულთა უმეტესობამ, 33%-მა განაცხადა, რომ დღევანდელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება, 7%-ის აზრით, ყველაფერი კარგად იქნება, 27%-ის აზრით, არაფერი შეიცვლება, 13% ფიქრობს, რომ დღევანდელთან შედარებით უარესი მდგომარეობა იქნება, 2% კიდევ უფრო კატეგორიულია და ფიქრობს, რომ ყველაფერი ცუდად იქნება, 18%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 23%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, 34%-ის შეფასებით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, 37% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.