NDI: გამოკითხულთა 45%-ის აზრით, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45%-ის აზრით, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 50%-ის შეფასებით კი – არა. ასე ნაწილდება გამოკითხულთა პროცენტული მაჩვენებელი შეკითხვაზე – რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს. რაც შეეხება შეკითხვას, საპარლამენტო ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, განახორციელებდა თუ არა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, 51%-ის აზრით, ეს ასე არ იქნებოდა, 22% კი – აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება. NDI-ს კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები