გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მრავლესობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად “ნაციონალურ მოძრაობას” ასახელებს.
ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად გამოკითხულთა 44% “ნაციონალურ მოძრაობას” მიიჩნევს, 6% “თავისუფალ დემოკრატებს” ასახელებს, 5% კი “პატრიოტთა ალიანსს” ერგო. “დემოკრატიული მოძრაობა” – 4%-მა, “ლეიბორისტული პარტია” – 3%-მა, “თავისუფალი საქართველო” – 1%-მა, სხვა პარტიები კი 11%-მა დაასახელა.
გამოკითხულთა 2%-მა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად მმართველი პარტია – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დაასახელა. 23%-მა აირჩია კატეგორია – “არც ერთი”, დანარჩენმა პასუხისგან ან თავი შეიკავა ან შემოხაზა კატეგორია “არ ვიცი”.
კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა