NDI: გამოკითხვის შედეგებით, ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში საქართველოში მდგომარეობა არ შეცვლილა

2012 წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოში მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა, – ასე ფიქრობს NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა.
შეკითხვაზე 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით როგორც შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში, სამუშაო ადგილებთან მიმართებაში გამოკითხულთა 4% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდა; 47%-ს აზრით არ შეცვლილა, 45%-ის შეფასებით კი – გაუარესდა. დანარჩენებმა აირჩია კატეგორია “არ ვიცი” ან პასუხიგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება ფასების ზრდას, გამოკითხულთა 1%-ს მიაჩნია, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 8%-ის შეფასებით არ შეცვლილა, 90% კი მიიჩნევს, რომ ვითარება გაუარესდა.
სიღარიბე: 3%-ის აზრით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 39%-ის აზრით – არ შეცვლილა, 56%-ის შეფასებით გაუარესდა. ტერიტორიული მთლიანობა: 1% – გაუმჯობესდა, 74% – არ შეცვლილა, 21% – გაუარესდა. ხელმისაწვდომი ჯანდაცვა: 56% – გაუმჯობესდა, 26% – არ შეცვლილა, 14% – გაუარესდა. განათლება: 26% – გაუმჯობესდა, 51% – არ შეცვლილა, 9% – გაუარესდა. სასამართლო სისტემა: 18% – გაუმჯობესდა, 43% – არ შეცვლილა, 12% – გაუარესდა. სიტყვის თავისუფლება: 43% – გაუმჯობესდა, 39% – არ შეცვლილა, – 9% გაუარესდა.
კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები