საგარეო უწყება აფხაზეთში გერმანული კომპანიის წარმომადგენლების ჩასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოკუპირებულ აფხაზეთში გერმანული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დავით კერესელიძემ აღნიშნა, არის ერთგვარი პიარი და გადამეტებული რეკლამა აფხაზური მედიისგან თითქოს, მართლაც, გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი აფხაზეთში.
“ყოველ შემთხვევაში ვრცელდება ის, რაც მათ უნდათ, რომ გავრცელდეს და ხალხმა დაიჯეროს. იყო ასეთი ინფორმაცია, თითქოს გერმანელი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შეხვდნენ ხელმძღვანელებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, არიან ეროვნებით გერმანელები და ერთ-ერთს კომპანია აქვს დაფუძნებული სანქტ-პეტერბურგში, ჰყავს ორი რუსი პარტნიორი. ეს არ არის გერმანული კომპანია”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები