ირაკლი ღარიბაშვილი გურიის ახალ გუბერნატორს შეხვდა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურიის ახალ გუბერნატორს გია სალუქვაძეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მას წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. გია სალუქვაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ–მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. გურიის ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა, არის მეცნიერებათა დოქტორი. იგი დღემდე იკავებდა სს გეს “საქრუსენერგოს” გენერალური დირექტორის მრჩევლის პოსტს. არის ყოფილი პოლიტპატიმარი. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.