მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დე ფაქტო ლიდერებიც აღმოჩნდნენ
კრემლის ინიციატივით სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლები, იმ ოფიციალური პირების გვერდით აღმოჩნდნენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკის ერთგულები არიან. მოსკოვში 9 მაისის გამარჯვების აღლუმზე 30 ქვეყნის ლიდერებს შორის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერებიც იმყოფებოდნენ.
კრემლის ლიდერმა რაულ ხაჯიმბა და ლეონიდ თიბილოვი იმ ღონისძიებებზე მიიწვია, სადაც მხოლოდ ქვეყნის მეთაურები და გაერო-ს გენერალური მდივანი იღებდნენ მონაწილეობას. ფოტო და ვიდეო მასალა ჯერ რუსულ, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის მედიაში გავრცელდა.