ირაკლი ღარიბაშვილი: მცხეთაც და ბაგრატიც დღემდე დგას საფრთხის ქვეშ – ამოიღონ იუნესკოს სიიდან
მცხეთაც და ბაგრატიც დღემდე დგას საფრთხის ქვეშ – ამოიღონ იუნესკოს სიიდან, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ საფრთხის შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რის გამოც პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობიდან, მხოლოდ სამი ძეგლია იუნესკოს სიაში მოხვედრილი. ეს არის ბაგრატის ტაძარი, ქალაქი მცხეთა და ჩაჟიში. მცხეთაც და ბაგრატიც დღემდე დგას საფრთხის ქვეშ – ამოიღონ იუნესკოს სიიდან. სწორედ თქვენი არასწორი ქმედების, პოლიტიკის და არასწორად განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დადგა ეს საფრთხე. ეს არის თქვენი მთავრობის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.