“ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი არ გამკაცრებულა”

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები უვიზოდ შემოდიან საქართველოში – აღნიშნული პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატ გიორგი ვაშაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერს ჰკითხა, თუ რას ემსახურება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან მიმართებით სავიჟო რეჟიმის გამკაცრება.
„რაც შეეხება ბატონი ვაშაძის მიერ დასმულ შეკითხვას, მინდა ყველას გითხრათ და ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ახალი კანონის ძალით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი არ გამკაცრებულა. ეს არის ძალიან ნათელი, ტყულია ის, რასაც ამბობთ. როგორც შემოდიოდნენ უვიზოდ, ასე შემოდიან დღესაც. რეგულაციები, რა თქმა უნდა, შეეხო მათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ სავიზო რეჟიმი არ გამკაცრებულა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები