პრემიერი: იმაზე, თუ რა ასაკში უნდა მივიდეს ბავშვი სკოლაში, სპეკულაციები არ შეიძლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეკულაციები იმაზე, თუ რა ასაკში უნდა მივიდეს ბავშვი სკოლაში, არ შეიძლება. პრემიერის თქმით, საკითხი კანონმა უნდა განსაზღვროს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის კობა სუბელიანის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ამ საკითხზე ბევრი მსჯელობა იყო, მათ შორის პარლამენტშიც, იყო აზრთა სხვადასხვაობა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი, ვინაიდან ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება, საუბარი იმაზე, რომ შეიძლება 5 წლის და 9 თვის ასაკში, ან 5 წლის და 11 წლის ასაკში ბავშვი მივიღოთ – მე მგონი, არასწორია, ეს უნდა განსაზღვროს კანონმა, ამაზე განათლების მინისტრს თავისი პოზიცია ჰქონდა, მან ეს პოზიცია დაიცვა და მე, როგორც ვიცი, პარლამენტმა გაიზიარა, ასე, რომ, ვფიქრობ, აქ ყველაფერი ცხადია და დამატებითი სპეკულაციები საჭირო არაა, ჩაკითხვის საშუალებაც გექნებათ და შეგვიძლია შემდეგ ვთხოვოთ ქალბატონ მინისტრს, უფრო დეტალურად განმარტოს და დაასაბუთოს პოზიცია“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.