თამარ ბერუჩაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ან ბრასორთან გამართა შეხვედრა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროცესებში, რათა საერთაშორისო მონიტორინგის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩავიდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ადგილზე გაეცნონ იქ არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები