მანანა კობახიძე ღარიბაშვილს: მაინტერესებს, თუ იყო სამთავრობო აგარაკები ყოფილი მაღალჩინოსნების სარგებლობაში

დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია წყნეთის სამთავრობო აგარაკები, რომლის პრივატიზაციაც იგეგმება. მაინტერესებს, თუ იყო ეს აგარაკები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სარგებლობაში, მფლობელობაში და ვინ იყვნენ ის ჩინოვნიკები, ვინც თავის დროზე ამ ქონებით სარგებლობდა – აღნიშნული პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღევანდელ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიმართა.

როგორც კობახიძემ განმარტა, არსებული სიტუაციის შეფასება შედარებას ითხოვს, თუ როგორ ცხოვრობდა მთავრობა 2012 წლამდე და როგორ ცხოვრობს დღეს.

“მთავრობის მიერ დასახულ გეგმაში წარმოდგენილია პრივატიზაციის განხორციელება – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების გასხვისება, რათა ბიუჯეტში შესაბამისი თანხები შემოვიდეს და მოხმარდეს ინვესტირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია წყნეთის სამთავრობო აგარაკები, რომლის პრივატიზაციაც იგეგმება. მაინტერესებს, თუ იყო ეს აგარაკები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სარგებლობაში, მფლობელობაში და ვინ იყვენ ის ჩინოვნიკები, ვინც თავის დროზე ამ ქონებით სარგებლობდა. ხომ არ არიან ამ დარბაზში ის ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფო ქონებით – აგარაკებით სარგებლობდნენ და ცხოვრობდნენ ძალიან კარგად, ხოლო დღეს მთავრობის და პარლამენტის წევრები სარგებლობენ თუ არა ამ აგარაკებით? არის თუ არა სხვაობა? შევაფასოთ არსებული სიტუაცია, ნიშნავს იმას, შევადაროთ როგორ ცხოვრობდა მთავრობა 2012 წლამდე და როგორ ცხოვრობს დღეს”, – მიმართა კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები