ირაკლი ღარიბაშვილი: ბევრად უკეთეს საქართველოში ვცხოვრობთ

მიუხედავად არაერთი პრობლემისა და გამოწვევისა, ბევრად უკეთეს საქართველოში ვცხოვრობთ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობდით – აღნიშნული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მე დღეს თამამად და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მიუხედავად არაერთი პრობლემისა და გამოწვევისა, ბევრად უკეთეს საქართველოში ვცხოვრობთ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობდით და ჩვენი ქვეყანა, ისე როგორც არასდროს, ახლოსაა არაერთი თაობის ოცნების ასრულებასთან – ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან! დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აღარ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის, აღარ ეშინიათ შურისძიების. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პატიმრებს არ აწამებენ, არ კლავენ, სადაც ჟურნალისტებს არ აშანტაჟებენ და არ აძლევენ მითითებებს სახელმწიფო უწყებებიდან, სადაც ბიზნესს არავინ ატერორებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას საკუთარი ხალხის ხმა ესმის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები