გიგლა აგულაშვილმა საზოგადოებას მწვანე ნარგავების შენარჩუნება-გაუმჯობესებისთვის ახალი პროექტი წარუდგინა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საზოგადოებას „ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში” დოკუმენტი გააცნო. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნული დოკუმენტი, ქალაქებში მწვანე ნარგავების მძიმე მდგომარეობის, ხეების გადაბელვის არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრასა და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებას, ასევე ნარგავების მოვლის ევროპული წესების შემოღებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის მიზანია საქართველოს ქალაქებში, მათ შორის, სატრანსპორტო მონაკვეთებში არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება და მათი მდგრადობის გაუმჯობესება. ამავე ინფორმაციით, დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტს განსახილველად გადაეგზავნება. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ, რომელსაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები