ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ
“ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი კონფიგურაციით, „ქართული ოცნება” მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
„ჩვენ ველოდებით უფრო მაღალ პროცენტს, ვიდრე გვქონდა წინა არჩევნებზე. მაშინ ქვეყანაში ავიღეთ 54,5% და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოცემულობით მინიმუმ 2%-ით მეტის აღება შეგვიძლია. თუმცა დაიწყება საარჩევნო კამპანია და კიდევ უფრო მეტად არის შესაძლებელი შედეგის გაზრდა. ეს კონფიგურაციაზეც იქნება დამოკიდებული, თუმცა ეს კონფიგურაციას ვერავითარ არსებით ცვლილებას ვერ შეიტანს შედეგებში. ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება. ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. 64-ვე მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი კონფიგურაციით, მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საერთო რეიტინგიც იძლევა ამის თქმის საშუალებას”, – განაცხადა პრემიერმა.