„ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გეგმავს
ოპოზიცია პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გეგმავს. “ნაციონალური მოძრაობა” , სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, უწყების შენობასთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეები, მინისტრთა კაბინეტის შეცვლასთან ერთად, ვადამდელ არჩევნებსაც ითხოვენ. აქციის მონაწილეებთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გეგმავს. „მთავრობა არის სრულიად უუნარო. ივანიშვილის არცერთი დანაპირები შესრულებული არ არის. სოფელს უჭირს, გლეხი უბედურია და ქვეყანა არის დანგრევის პირას“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ნაფეტვარიძემ.