გიორგი მარგველაშვილი მთავრობისთვის “ხელის შეწყობას” აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა მთავრობის თხოვნას, რომ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ვადაზე ადრე წარადგინოს.
მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას და პარლამენტს მაქსიმალურად ხელი შეუწყონ.
პრეზიდენტის შეფასებით, “გადადების პროცესიც” პარლამენტისა და მთავრობისთვის ხელის შეწყობა იყო.
“ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. თქვენ იცით, რომ ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, გამართულიყო მშვიდ გარემოში კონსულტაციები. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ვნახეთ, რომ გაიმართა უმრავლესობის პოლიტსაბჭოს სხდომა, როგორც წესი იყო, ასევე შედგა განხილევები დეპუტატების მიერ, ეს ნორმალური და დემოკრატიული წესია, რომელისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესმა მოიტანა პოზიტიური შედეგი. ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ პარლამენტს და მთავრობის მუშაობაში, ჩემს მიერ პარლამენტის და მთავრობის წარდგენის გადადებაც ამ პროცესის ხელის შეწყობა იყო”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დუშეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურება. მთავრობის ადმინისტრაცია ამ ვადის დაჩქარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები