ირაკლი ღარიბაშვილი: ვიმედოვნებ, რომ მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში გადაგზავნის პროცესი დაჩქარდება

იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გარემოებებს გაითვალისწინებს და მთავრობის შემადგენლობის გადაგზავნა პარლამენტში დასამტკიცებლად დროულად მოხდება, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
“გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ გააკეთა კომენტარი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება. იმედი გვაქვს, რომ მოხდება დროულად გადაგზავნა პარლამენტში. პარლამენტის მხრიდან სრული მზაობაა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც, როგორც მე შევიტყვე, რომ დროულად მოხდეს განხილვა კომიტეტებში და შემდეგ პლენარულ სესიაზე მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, კვირას ელოდებიან ძალიან მნიშვნელოვან დელეგაციებს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტიც გაითვალისწინებს ამ გარემოებებს.
“მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი მომავალ კვირას, ძალიან დატვირთულები ვართ. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები