ნოდარ ხადური: ბიზნესფორუმის რეალური შედეგი იქნება ინვესტიციები საქართველოში
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ EBRD-ის ბიზნეს ფორუმის შედეგად საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვა.
“უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. ასეთი ტიპის ღონისძიება არ ჩატარებულა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის, ქართული ეკონომიკისთვის. რეალური შედეგი იქნება ინვესიტიციები საქართველოში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
EBRD-ის ბიზნეს ფორუმი საქართველოში, მომავალ კვირას, 13-15 მაისს გაიამრთება.