“ჩვენ თანადგომა ძალიან გვჭირდება და ეს თანადგომის ერთ-ერთი ღია დემონსტრირებაა”

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნესფორუმი საქართველოსთვის მხარდაჭერისა და ცნობადობის ამაღლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პარლამენტის ტერიტორიაზე EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის საორგანიზაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფება.
„ეს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მხარდაჭერის კუთხით, ასევე ამაღლების კუთხით, ეს ის არის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება. აქ ძალიან ბევრი დაინტერესებული პირი ჩამოვა, მინისტრები, სხვა ქვეყნის პირველი პირებიც ჩამოდიან და ეს უმნიშვნელოვანესია. დღეს, ჩვენ თანადგომა ძალიან გვჭირდება და ეს თანადგომის ერთ-ერთი ღია დემონსტრირებაა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი კავკასიის რეგიონში პირველად, მიმდინარე წლის თბილისში, 13-15 მაისს პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.
ამ ღონისძიებისთვის საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1 500-მდე ბიზნესმენი ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები