ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფომ ამ ფორუმისთვის 17 მილიონი ლარი დახარჯა

მომავალ კვირას დაგეგმილ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი დღეს გაეცნო.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ამ ბიზნეს ფორუმისთვის17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
“მინდა, პირველ რიგში შევაჯამოთ გაწეული სამუშაოები და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბატონ ნოდარ ხადურს, ბატონ გელა ხანიშვილს, რომლებმაც მართლაც ძალიან დიდი სამუშაოები გაწიეს და ჩვენ ვნახეთ, რომ ყველაფერი მაღარ დონეზეა შესრულებული. სახელმწიფომ ამისთვის 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი 13-15 მაისსა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები