დავით ნარმანია: ვიწრო ტროტუარებზე პარკირება შეიზღუდება
ვიწრო ტროტუარებზე მანქანის პარკირება შეიზღუდება, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“იქ, სადაც ძალიან ვიწრო ტროტუარია და სადაც მანქანის პარკირება და ქვეითთა გადაადგილება ერთდროულად შეუძლებელია, ჩვენ ეტაპობრივად ამ ადგილებზე მანქანის პარკირებას ვზღუდავთ და დღესაც ვამტკიცებთ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, ვიწრო ტროტუარებზე 50 ადგილი პარკირებისთვის, უნდა მოიხსნას. თუმცა, იმისთვის, რომ მძღოლებს არ შეექმნათ დისკომფორტი, ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.