დავით სერგეენკო: EBRD-ი ძალიან წარმატებული და ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობების მომტანი იქნება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრა ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობის მომტანი იქნება, – ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ტერიტორიაზე EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის საორგანიზაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფება.
„ასეთ შეხვედრებზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე მოლაპარაკება და კონტაქტების დამყარება ხდება, ეს იქნება ძალიან წარმატებული და ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობების მომტანი“, – განაცხადა სერგეენკომ.
პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე EBRD-ის ღონისძიების საორგანიზაციო სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ეცნობა. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის პარლამენტის ეზოში ოთხი დროებითი ნაგებობა აშენდა, სადაც მედიაცენტრი, ბრიფინგების ოთახი და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები