გერმანიაში საქართველო-გერმანიის მეგობრობის საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ცნობილი ქართველი და გერმანელი ექსპერტები.
შეხვედრაზე 2017 წლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს. ჯგუფს საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები უხელმძღვანელებენ. თამარ ბერუჩაშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჯგუფის პირველ შეხვედრას შეუერთდნენ. სამუშაო სხდომაზე 2017 წლის ფარგლებში ერთობლივი გერმანულ-ქართული ღონისძიებების ჩატარება დაიგეგმა, ათ შორის არის გამოფენები, კონცერტები, კინო-კვირეულები, სასწავლო-გაცვლითი პროგრამები, სპორტული ღონისძიებები, კონფერენციები და ფესტივალები. ღონისძიებები ჩატარდება, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. სამუშაო ჯგუფში შედიან: მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი, რომლის ახალი რომანი „Das achte Leben für Brilka“ გერმანიაში უდიდესი წარმატებით სარგებლობს; პიანისტი – საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე დუდანა მაზმანიშვილი; ცნობილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი; საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, პროფესორი ალიკო კარტოზია; პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის წარმომადგენელი, პროფესორი მანფრედ ნავროტი; გერმანიის საგარეო უწყების კულტურისა და მედიის დეპარტამენტის დირექტორი ანდრეას მაიცნერი; სამინისტროს საქართველოსთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი დიპლომატი ანდრეას ფონ ბრანდტი; ბერლინის სახელგანთქმული კინო ARSENAL-ის წარმომადგენელი შტეფანი შულტე შტრატჰაუზი; გერმანიის სასწავლებლების გაერთიანების საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, მაია ავრამოვკსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები