„უახლოეს სხდომაზე ხიდაშელისა და აგულაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას ვუყრით კენჭს“

პარლამენტის თავმდჯომარემ ის პროცედურები განმარტა, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მინისტრი ამასთანავე დეპუტატიცაა. როგორც დავით უსუფაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, მინისტრად დანიშვნა პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა.
„თუ პარლამენტის წევრმა დაიკავა პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა და ამ შემთხვევაში პარლამენტარის მინისტრად დანიშვნა არის პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტში დაწერილია წესი, რომ ამ ფაქტის თაობაზე უნდა ეცნობოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს. კომიტეტმა უნდა ჩაატაროს სხდომა და შეამოწმოს, არის თუ არა ეს შეუთავსებლობა. ეს საკითხი გამოდის პარლამენტის უახლოეს სხდომაზე და კენჭი ეყრება. ჩვენ შემთხვევაში, პარასკევს, 2 მაისს პარლამენტის წევრები თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი დაინიშნენ პარლამენტის წევრობისთვის შეუთავსებელ თანამდეობებზე. ასეთ შემთხვევაში გეტყვით რა გავაკეთე მე. დავურეკე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინმსწრებად, სანამ დანიშვნის დოკუმენტს მივიღებდით და ვთხოვე, რომ მალე გადმოეგზავნათ დოკუმენტი, რომ დროზე დამეწერებინა კომიტეტისთვის, რათა მალე განეხილა, რომ სხდომისთვის მზად ყოფილიყო. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და ჩვენ ის შეტანილი გვაქვს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ამ სხდომას გავხსნით თუ არა, ითქმება, რომ ამ ორმა ადამიანმა ესა და ეს თანამდებობა დაიკავა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტას ვუყრით კენჭს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები