უსუფაშვილი: პრემიერს ჰქონდა საუბარი ჩემთანაც და სხვებთანაც, ამის შემდეგ ჩამოყალიბდა გადაწყვეტილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ კონსულტაციების შედეგად მიიღო თავდაცვის მინისტრის ცვლილების გადაწყვეტილება, ამომწურავია. როგორც უსუფაშვილმა “ქრონიკის” ეთერში განაცხადა, ორი მინისტრის გადადგომის გამო ორი ახალი მინისტრის დანიშვნის აუცილებლობა გაჩნდა და ასევე, შესაძლებელი გახდა სხვა მინისტრის შეცვლაც. მისი თქმით, პრემიერმა საკუთარი გადაწყვეტილება პარლამეტნტთან კოლეგიალური მუშაობის შემდეგ მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბდა მინიმუმ 24 საათით ადრე, ვიდრე ეს გაცხადდა.
“ცვლილებები მოხდა სწრაფად. პარლამენტის წევრები ყველა ვიმყოფებოდით ქუთაისში. პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებდა ამ გადაწყვეტილებებს, იმყოფებოდა თბილისში. რა თქმა უნდა, იყო ჩვენს შორის კონსულტაციები ამ თემაზე. კონსულტაციები იყო პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებთან და ჩამოყალიბდა ეს გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენ გვაქვს კოალიციური მთავრობა და კოალიციის სუბიექტებთან კონსულტაციების შედეგად მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, არის ამომწურავი და ყველაზე უფრო ზუსტი პასუხი იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესი. პრემიერს ჰქონდა საუბარი ჩემთანაც და სხვებთანაც და ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები