ელმარ ბროკი: საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციას პოზიტიურად ვუყურებთ
მოახლოებული რიგის სამიტის წინ ევროპარლამენტმა სამეზობლო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტი უნდა მიიღოს. მომზადებული ანგარიშის განხილვას დღეს ბრიუსელში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დაესწრო. კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ამ ანგარიშშია შესული, ევროპარლამენტარებმა დღეს სწორედ მისგან მოისმინეს. ევროპელი პოლიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ ევროკავშირმა ძლიერი სიგნალი უნდა გაუგზანოს იმ ქვეყნებს, რომლების ორგანიზაციის წევრობისკენ მიისწრაფიან.
„პირველ რიგში უნდა შევასრულოთ ასოცირების შესახებ შეთანხმება. ეს არის მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება ვიზების ლიბერალიზაციას, მას პოზიტიური თვალით ვუყურებთ. საქართველომ უნდა შეასრულოს ტექნიკური საკითხები, ეს არ ეხება პოლიტიკას”, – განაცხადა ევროკომისარმა, ელმარ ბროკმა.
ევროპარლამენტართა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმტებით ასრულებს.
„საქართველო უფრო ახლოსაა შეთანხმებასთან. ტექნიკურად მან უკეთ შეასრულა ყველა ვალდებულება. ევროკავშირმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა მიაღწიონ შედეგს საკუთარი მოქალაქეების სასარგებლოდ. ევროპარლამენტში ბევრია ისეთი წევრი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ვიზების ლიბერალიზაცია საქართველოსთან და უკრაინასთან უნდა გამარტივდეს,“ – განაცხადა რებეკა ჰარმსმა.
წყარო: “რუსთავი 2“