საქართველოს პრემირ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის კანცელარიაში უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაესწრნენ.