სოსო შატბერაშვილი: სააკაშვილი შესაძლოა, „რესპუბლიკელებთან“ კოალიციაში ვიხილოთ

„შესაძლებელია, „რესპუბლიკელების” გაძლიერებას საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება მოჰყვეს”, – აღნიშნული „მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა გაზეთ „კვირის ქრონიკას” განუცხადა.
როგორც შატბერაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა” და „რესპუბლიკური“ პარტია შესაძლოა, კოალიციაში გაერთიანდნენ. „ნაცმოძრაობის” შემქმნელები და ჩამომყალიბლები ძმები ბერძენიშვილები და „რესპუბლიკელები” არიან, ისინი „ვარდების რევოლუციის” შემდეგ კოალიციიდან გამოვიდნენ, თუმცა მათი მეგობრობა არ წაშლილა. შესაძლოა, 2012 წელს ამჯობინეს, რომ ხელისუფლებაში ამ გზით მოსულიყვნენ „რესპუბლიკელები”, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ 2016 წელს „რესპუბლიკელებმა” სააკაშვილთან შეკრან კოალიცია, ხაზს ვუსვამ, – სააკაშვილთან და არა „ნაცმოძრაობასთან”. ეს სრულიად განსხვავებული რამ არის. ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობაში” დიდი განხეთქილებაა, ამ პოლიტიკური ძალის სახეები ხალხისთვის საძულველია, სააკაშვილი ამას ხვდება და მათთან დისტანცირებას ცდილობს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში მიხეილ სააკაშვილი ახალი სახეებით „რესპუბლიკელებთან” კოალიციაში ვიხილოთ”, – განაცხადა შატბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები