საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩს ელოდებიან
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში სომხეთის ელჩს განმარტებებისთვის იბარებს. საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სომხეთის პარლამენტის სპიკერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყებას აღნიშნული შეხვედრის დეტალები აინტერესებს.