გიორგი ვაშაძე: ჭამაზე გაგიჟებული ხადური მივა თუ არა პარლამენტში, ამით არაფერი შეიცვლება
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრება გაუარესდა. ამასთან, როგორც უმრვლესობის დეპუტატი აღნიშნავს, მთავრობის ეკონომიკური გუნდი უნდა შეიცვალოს.
„ჭამაზე გაგიჟებული ხადური და ბუჩქებში დამალული ეკონომიკის მინისტრი მოვლენ თუ არა პარლამენტში, ვფიქრობ, ამით არაფერი შეიცვლება. ისე კარგია, რომ უმრავლესობას ეკონომიკურ გუნდთან კითხვები გაუჩნდა. ქუჩაში რომ გავიდეთ, ვნახავთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრება გაუარესდა, უფრო მეტად შიათ, ვიდრე გასულ წელს, უფრო მეტმა დაკარგა სამუშაო ადგილი ვიდრე გასულ წელს“, – განაცხადა ვაშაძემ.