გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარუდგინა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, აღნიშნული კანდიდატურები მზია თოდუა და ეკა გასიტაშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები