საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღის რეგიონში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და 2015 წლის 3 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ ცნობს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ ცნობს 2015 წლის 3 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ყველა შესაძლო ფორმატი იქნება გამოყენებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები