გარემოს დაცვის მინისტრის პირველი სამუშაო დღე – გიგლა აგულაშვილი თანამშრომლებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სამინისტროში გაცნობითი ხასიათის პირველი შეხვედრები გამართა. მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა და სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. გიგლა აგულაშვილი უწყებაში ყოფილ მინისტრთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ხოკრიშვილმა მინისტრის პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიგლა აგულაშვილი წარადინა. გიგლა აგულაშვილი ამ პოსტის დაკავებამდე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.