სერგო რატიანი ილიაუნის რექტორად ინიშნება?!

სერგო რატიანი ილიაუნის რექტორად ინიშნება?! – ამ სათაურით გაზეთი “ კვირის ქრონიკა“ ილიას უნივერსიტეტის ლექტორ, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ზურაბ გაგნიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. გაგნიძის ინფორმაციით, ილიას უნივერსიტეტის მმართველმა წრემ ჩათვალა, რომ ახლანდელი რექტორი გიგა ზედანია ჯეროვნად ვერ ასრულებს მოვალეობას, რომ მისი არჩევა თავიდან არასწორი იყო. მისვე განცხადებით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სერგო რატიანი დეპუტატობას შეელიოს და ილიაუნის რექტორი გახდეს.
“ილიაუნიში გამოიკვეთა სიტუაცია, რომ მიდის საუბარი რექტორის შეცვლაზე! ილიას უნივერსიტეტის მმართველმა წრემ ჩათვალა, რომ ახლანდელი რექტორი ჯეროვნად ვერ ასრულებს მოვალეობას, რომ მისი არჩევა თავიდან არასწორი იყო და, რომ უნივერსიტეტის სტატუსის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად ხელს უშლით რექტორი გიგა ზედანია, ამიტომ რექტორობის რეალური მსურველებიც გამოჩნდნენ: გია ნოდია და სერგო რატიანი. შიგნით მათ არაფერი აბრკოლებთ, მაგრამ რომელი გაიმარჯვებს, ესაა საინტერესო. რატიანს მეტი აქტივი აქვს, ის პარლამენტარია, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის კიღურაძის მოადგილე და უნდა ჰქონდეს რექტორობის უფლება. 2016 წლის არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, რატიანი დეპუტატობას შეელიოს და გახდეს რექტორი“,- აცხადებს ზურაბ გაგნიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები