გიორგი ვოლსკი: პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობის დამტკიცების პროცედურული საკითხები განიხილება
პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის დამტკიცების პროცედურული საკითხები განიხილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლისტაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობის დამტკიცების შემდეგ, რაც სავარაუდოდ მომავალ კვირაში მოხდება, უკვე დაიწყება მუშაობა პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მიწვევასა და მოსმენაზე. “ჩემთვის ყველაზე საინტერესო საკითხი არის ეს, თუმცა ამ ფორმატში ეკონომიკური საკითხების დეტალურად განხილვა შეუძლებელი იქნება დღის წესრიგის დატვირთულობიდან გამომდინარე.
მთავრობის დამტკიცების შემდეგ შესაბამისი კომიტეტები დავიწყებთ უკვე ეკონომიკური გუნდის მოწვევაზე მუშაობას, რათა განვიხილოთ ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული პრობლემები და ასევე მოვისმინოთ თუ რა გაკეთდა იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელზეც ეკონომიკური გუნდის წევრებმა პარლამენტში წინა მოსმენის დროს ისაუბრეს”, – განაცხადა დეპუტატმა. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ მთავრობის ახალ შემადგენლობას, როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ოპოზიცია იმიტომ არსებობს, რომ “მხარი არ დაუჭიროს ხელისუფლების წინადადებებს“.