თინა ხიდაშელი თავდაცვის უწყებაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი მინისტრის ამპლუით თავდაცვის სამინისტროში ორშაბათს მივა და იმავე დღეს გახდება ცნობილი მის მიერ დაგეგმილი კონკრეტული საკადრო ცვლილებების შესახებ.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია, კანონმდებლობის მიხედვით კი, მოადგილეები უკვე გადამდგარები არიან.

„მოადგილეები უკვე გადამდგარები არიან. ბუნებრივია, ეს ჩვეულებრივი პროცესია. ყველაფერს ორშაბათს გაიგებთ,“ – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები