ირაკლი ღარიბაშვილი გიგლა აგულაშვილს მთავრობის კანცელარიაში ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატს გიგლა აგულაშვილს ხვდება.
პარლამენტის წევრი გიგლა აგულაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
“პრემიერ-მინისტრმა დამირეკა, მთხოვა შეხვედრა და მოვედი შეხვედრაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”, – განუცხადა აგულაშვილმა ჟურნალისტებს. არსებული ინფორმაციით, აგულაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი თავდაცვისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატებსაც შეხვდება.
მთავრობის მეთაური ყველა მათგანთან აუდიენციას ინდივიდუალურად გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები