დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია უკომენტაროდ დატოვა
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია უკომენტაროდ დატოვა.
პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობის ადმინისტრაციაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მან, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა შეხვედრა. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილ თინა ხიდაშელს, რომელიც არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს დღეს უნდა შეხვდეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ არ მისულა.