მელიტონ ქანთარიას შვილიშვილმა რუს ბაიკერებს “გეორგიევსკის ლენტების” მოხსნა აიძულა

თბილისში „თავისუფალი ზონის“ აქტივისტებმა რუს ბაიკერებს აიძულეს, თავიანთი მოტოციკლებიდან გეორგიევსკის ლენტები მოეხსნათ. „გრუზია ონლაინის“ ცნობით, ამის შესახებ „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ფარნაოზ ჭკადუამ განაცხადა. „ვაიძულეთ მათ თავიანთი დანებით ეს ლენტები დაეჭრათ და საქართველოს ტერიტორიაზე ამ ლენტების გამოყენება ავუკრძალეთ“, – განაცხადა ჭკადუამ.
გამოცემის ინფრომაციით, მათ შორის, ვინც ბაიკერებს ლენტის მოხსნა აიძულა, ირაკლი ქანთარია იყო – მელტიონ ქანთარიას შვილიშვილი, რომელმაც 1945 წელს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა. ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ტამბოვიდან ბაიკერების კიდევ ერთი ჯგუფი მოემართება. ისინი 9 მაისის ღონისძიებებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები