გიორგი კახიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას ვერ ხედავს

„პრეზიდენტის მიერ მოცემული ერთი კვირით შეიძლება საპარლამენტო ან სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ისარგებლონ და ეს პოლიტიკური ესკალაციისთვის გამოიყენონ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი მცდელობა იქნება. რეალურად ერთი კვირის შემდეგ იქნება, თუ უფრო ახლო დღეებში, მთავრობა პარლამენტისგან ნდობას მიიღებს“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გააკეთა.
რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას, კახიანი მისი დანიშვნის შესაძლებლობას ვერ ხედავს. კახიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში იმაზე ნაკლები შემადგენლობით შესვლას უწინასწარმეტყველებს, ვიდრე დღეს არიან.
„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, თუ არც ამ მთავრობას უცხადებს ნდობას პარლამენტი და არც ახლის ფორმირებას ახდენს. ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ეშინია, არადა, რეალურად თუ ვინმეს ვადამდელი არჩევნების უნდა ეშინოდეს, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“, იმიტომ რომ ის რაოდენობა, რა რაოდენობითაც ისინი არიან დღეს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილნი, რეალურად საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობის ხარისხს არ ასახავს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხევევაში ისინი, ჩემი აზრით, მესამედით იქნებიან წარმოდგენილნი. ვადამდელი საპარლამენტო არცენები მოჰყვება პოლიტიკურ კრიზისს. დღეს ამ თავლსაზრისით პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები