თეა წულუკიანი ლარის კურსზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლარის კურსზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს. როგორც თეა წულუკიანმა გადაცემა “პირველ სტუდიაში” საუბრისას განაცხადა, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, მათ შორის რამდენიმე სამინისტროს საქმიანობაზე და კონკრეტული ორგანიზაციების მუშაობაზეა დამოკიდებული, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებენ.
მისი აზრით, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი სწორედ ეროვნულ ბანკზე მოდის, ამიტომ იუსტიციის მინისტრი შეკითხვებზე პასუხებს სწორედ გიორგი ქადაგიძის უწყებისგან ითხოვს.
“ჩემი აზრით, ლარის ნერვიულობა, პირველ რიგში, ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული. ეროვნული ვალუტა აბარია ბატონ ქადაგიძეს. ამიტომ ეს არის ეროვნული ბანკის ბრალი. ეს არის ძალიან ბევრი იმ ფაქტორის ბრალი, რომელიც შედის ეკონომიკის, ფინანსთა, ჩემი და სხვათა სამინისტროებში პორთველში. არის ასეთი სსიპი – სამხარაულის ეროვნული ბიურო. ვერ მუშაობს ეს ბიურო. მაგალითად მე, მშენებობლობებს მათ გამო ვერ ვაწარმოებ. მე ღიად ვამბობ ამას. ეს აფერხებს ეკონომიკას. ამიტომ არის ფაქტორები. ეს არის ყველაფრის და ყველას ბრალი, თუ დამნაშავეს ვეძებთ. მაგრამ არის პრიორიტეტები დამნაშავეობაშიც. ნომერ პირველი დამნაშავე, ჩემთვის არის ეროვნული ბანკი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.