ანდრეის პილდეგოვიჩსმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელჩებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ანდრეის პილდეგოვიჩსმა ლატვიაში აკრედიტებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელჩებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საკითხების განხილვა. შეხვედრის დასასრულს პილდეგოვიჩსმა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს თეიმურაზ ჯანჯალიას რიგის სამიტზე ქართული მხარის მოწვევის წერილი ოფიციალურად გადასცა.