სულხან თამაზაშვილი: მაქსიმალურად ვცდილობთ, სრულად ავითვისოთ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი

გადაცემაში ,,იმედის კვირა“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

,,მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ავითვისოთ. კურორტ გოდერძიზე 40-მდე ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლის ნაწილიც უკვე დასრულებულია. ჯამში, ველოდებით 250 მილიონამდე ლარის ინვესტიციას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც აუცილებლად არის სისრულეში მოსაყვანი“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიაა, რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობის და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი. ინტენსიურად მიმდინარეობს სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განვითარება. გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმამ კურორტი გოდერძი ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტად დაასახელა.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები